ქართული ავიაკომპანია Myway Airlines თბილისი – თელ ავივი – თბილისის და თბილისი – ერევანი – თბილისის საჰაერო ხაზებზე რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის თანახმად, ფრენები აღნიშნული მიმართულებებით შემდეგი განრიგით განხორციელდება:
-
თბილისი – თელ ავივი – თბილისი, 2 ივნისიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას;
-
თბილისი – ერევანი – თბილისი, 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიენიჭა.