ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ფრენებს დროებით აუქმებს, ან სიხშირეებს ამცირებს. ქალაქებს შორის, საითკენაც დროებით ფრენები შეჩერდება, არიან: ბარსელონა, ლონდონი, ბრიუსელი და ევროპის სხვა მსხვილი ქალაქები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Georgian Airways-გან მათ სააგენტოში შევიდა შეტყობინებები რამდენიმე მიმართულებით და პერიოდულობით ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, კერძოდ:
თბილისი–ბარსელონა – ფრენები უქმდება 20.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 12.01.2020-დან 04.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;
თბილისი–ბოლონია – ფრენები უქმდება 08.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 10.01.2020-დან 04.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;
თბილისი–ბრიუსელი – ფრენები უქმდება 21.11.2019-დან 12.12.2019-მდე და 16.01.2020-დან 05.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;
თბილისი–პრაღა – ფრენები უქმდება 19.11.2019-დან 10.12.2019-მდე;
თბილისი–ლონდონი – ფრენები უქმდება 23.11.2019-დან 07.12.2019-მდე და 15.01.2020-დან 11.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;
თბილისი–ბერლინი – ფრენები უქმდება 6 და 16 დეკემბერს, ხოლო 17.01.2020-დან 06.03.2020-მდე გაუქმდება ფრენები ყოველ პარასკევს და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება მხოლოდ 1 სიხშირით;
თბილისი–კიევი – 6 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე უქმდება ყოველი ოთხშაბათი დღე და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით.