თბილისიდან მილანის (ბერგამო) მიმართულებით ავიარეისი დაინიშნა. ფრენა 5 ოქტომბერს შედგება და მას ქართული ავიაკომპანია Myway Airlines შეასრულებს.
ინფორმაციას თავად Myway Airlines ავრცელებს. ავიაკომპანიის ცნობით, თბილისიდან გაფრენა ჩანიშნულია ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, ჩაფრენა კი იტალიის დროით 12:15 საათზე.
ბილეთები იყიდება ონლაინ: www.mywayairlines.com
ავიაბილეთის ღირებულებაში შედის: 8კგ ხელბარგი, 23 კგ ჩასაბარებელი ბარგი.