LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ზემო აჭარის მიმართულებით ახალი გზა აშენდება

70

თბილისიდან წალკის, ნინოწმინდა, ახალქალაქის-ასპინძის და გოდერძის უღელტეხილის გავლით, ზემო აჭარაში მოხვედრა და იქიდან ბათუმში გადასვლა სულ მალე ახალი გზით იქნება შესაძლებელი.

47 კილომეტრიან გზაზე ორ ზოლიანი მოძრაობა იქნება.

როგორც ”ფორტუნას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამჟამად მიმდინარეობს დეტალური პროექტის განახლების სატენდერო პროცედურები და განსახლების გეგმის განახლების პროცედურები.

გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 50 მლნ. აშშ დოლარია.

სამუშაოები 2017 წლის აპრილში დაიწყება, გზის სრულად მოწყობა კი 2018 წლის ნოემბერში იგეგმება.

ამ ეტაპზე დეტალური პროექტის განახლების სატენდერო პროცედურები და განსახლების გეგმის პროცედურები მიმდინარეობს.

ახალი გზის მშენებლობის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამავე გზით შესაძლებელი იქნება გოდერძის სათხილამურო კურორტზე ასვლა და 1.5 საათში ბათუმში, შაავი ზღვის სანაპიროზე გასვლა.

”ამ მარშრუტის სიახლოვეს განლაგებულია ულამაზესი ტბები – ფარავნის და საღამოს ტბა, ფოკის და ზარზმის მონასტრები, სამცხე-ჯავახეთის ძეგლები როგორიცაა საფარა, რაბათი, ვარძია, ხერთვისი.

ახალი გზა გააუმჯობესებს სხვადასხვა ტურისტული ადგილების მისაწვდომობას, რაც უდაოდ გამოიწვევს აღნიშნულ ადგილებში ახალი შეთავაზებების გაჩენას; ინვესტიციების მოზიდვას; შიდა და საერთაშორისო ტურისტული ნაკადის ზრდას და ყოველივე აქედან გამომდინარე – ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას”, – განაცხადა მან.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები