თბილისში პირველი კონტაქტური ზოოპარკი ”ფაუნა ლენდი” გაიხსნა. კონტაქტური ზოოპარკი კომლეურნეობის მოედანზე, სავაჭრო ცენტრ GTC-ში მოეწყო და იქ შინაური და გარეული ცხოველები ბინადრობენ.
როგორც ”ფორტუნას” ”ფაუნა ლენდის” დირექტორმა დან ხმალაძემ განუცხადა, ობიექტის შექმნისას სინგაპურის კონტაქტური ზოოპარკის მოდელი გაითვალისწინეს და ცხოველების მოყვარულ ადამიანებს ცხოველებთან ფიზიკური კონტაქტი შეუძლიათ.
”ცხოველებთან ფიზიკური კონტაქტი ფიზიკური და ფსიქოლოგიუირი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა. ეს ჩვენს იმუნიტეტზე და ფიზიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს. ამიტომაც მსგავსი ცენტრის შექმნა გადაწყვიტეთ და გვინდა, საოჯახო დასვენების დარგში მნიშვნელოვანი ადგილი დავიკავოთ”, – განმარტა ”ფაუნა ლენდის” დირექტორმა.
მისივე თქმით, ზოოპარკი ორ ნაწილად არის გაყოფილი – ჯუნგლების განყოფილება, სადაც ეგზოტიკური ცხოველები და ქვეწარმავლებია წადმოდგენილი და ფერმა, სადაც შინაური ცხოველები ბინადრობენ.
”აქ შეგიძლიათ მოეფეროთ და აჭამოთ ცხოველებს, ციკნები, გოჭები, ბოცვრები, ბატკნები, ქათმები, ზღარბები და სირაქლემა. ჩვენთან ვიზიტორების ასაკი შეზღუდული არ არის და 3 წლის ჩათვლის ბავშვების შემოსვლა უფასოა”, – აღნიშნა ხმალაძემ.