LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია 1,625 მილიონი ლარის ელექტრონულ ტაბლოებს ყიდულობს – ტენდერი უკვე გამოცხადდა

132
ing

თბილისში ავტობუსის გაჩერებებზე 250 ახალი საინფორმაციო ელექტრონული ტაბლო დამონტაჟდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 1,625-მილიონიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ შესყიდვების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წინადადებების მიღება 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება.

დოკუმენტაციის მიხედვით, ტაბლომ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის გამოტანა სხვადასხვა რეჟიმში, სხვადასხვა ზომის შრიფტით. ამასთა, ტაბლოს უნდა ჰქონდეს ვიდეოს ჩვენების საშუალება როგორც სრულ ეკრანზე, ასევე ნაწილობრივ, ფერადი გამოსახულებით.

ტაბლოზე ტემპერატურის აზომვა უნდა მოხდეს ლოკალურად, ტაბლოს საათის გასწორება კი შესაძლებელი უნდა იყოს ცენტრალიზებულად.

„შუქდიოდური ტაბლოს საუკეთესო ხილვადობის მანძილი უნდა იყოს 4 მეტრიდან 20 მეტრამდე, ექსპლუატაციის ტემპერატურა კი უნდა იყოს -20℃-დან +60℃ -მდე. ტაბლო აღჭურვილი უნდა იყოს ვენტილაციის და გათბობის სისტემით, რომელიც ავტომატურად ჩაირთვება მაღალი ან დაბალი ტემპერატურების დროს“, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g