LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია არასამთავრობოების პროექტებს 50 ათასით დააფინანსებს

30

თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამის ფარგლებში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტს დააფინანსებს.

პროექტების საერთო ბიუჯეტი 50 ათასი ლარია.

როგორც მერიიდან ”ფორტუნას” აცნობეს, კომისიამ „საქართველოს მწვანე ავტოკლუბის“, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ორგანიზაციის „იარე ფეხით“ მიერ წარმოდგენილი იდეები მოიწონა.

პროექტები კვლევების, ტრენინგების, ვიდეორგოლებისა და სხვა მეთოდების გამოყენებით საგზაო უსაფრთხოების, მძღოლების, ქვეითებისა და ველოსიპედისტების მიერ, მოძრაობის წესების დაცვის საკითხებში საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მერიის მიერ მოწონებული პროექტები წლის ბოლომდე უნდა განახორციელონ. მერიამ „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამის დაწყების შესახებ აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა.

თბილისის მთავრობა პროგრამის განხორციელებას მომავალ წელსაც გააგრძელებს.

fortuna.ge