LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიამ ახალი ავტობუსების შესაძენად თანხა გამოყო

34

დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის, თქმით, სხვადასხვა ხარჯის დაზოგვით, თბილისის მერიამ ახალი ავტობუსების შესაძენად თანხა გამოყო.

მაია ბითაძის განცხადებით, მერიამ ხარჯების დაზოგვით, 50 მილიონი ლარი გამოყო. მისივე თქმით, ამ თანხიდან მოხდება 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შეძენა.

თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ საკითხი საკრებულოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევა.

„ევროპულმა საქართველომ“ მერიის წარმომადგენლები  სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დაიბარა.

შეხვედრას მერის მოადგილე, მაია ბითაძე და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა მუმლაძე, ესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები