დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე წყნეთი-კიკეთის საავტომობილო გზაზე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„წყნეთი-კიკეთის საავტომობილო გზა დროებით დავკეტეთ, რომ ტექნიკამ შეუფერხებლად იმუშაოს და გზები გაიწმინდოს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ზედა წყნეთის ჩათვლით მოძრაობს, რადგან ზედა წყნეთის შემდეგ უკვე დიდი თოვლი და ქარბუქია.
სამუშაოების პარალელურად კახა კალაძე ფეისბუქლაივით ჩაერთო.
საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მისმა ქურთუკმა. მისი სამოსის იაპონური ბრენდის, Descente-ის კოლექციიდანაა.
ონლაინ მაღაზია sportofino.com-ზე აღნიშნული ქურთუკი ფასდაკლებით, 665 ევროდ იყიდება, თუმცა მისი პირვანდელი ღირებულება 950 ევროა.
Descente-ის ზამთრის, სპორტული ქურთუკი სპეციალურად მოთხილამურეებისთვისაა შექმნილი. წყალგაუმტარია და მსუბუქია.
ცნობილია, რომ კახა კალაძის ჩაცმულობაზე მისი მეუღლე ანუკა არეშიძე ზრუნავს.,