LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია

338
თბილისის მეტრო

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების გადაადგილების შეფერხებაა. როგორც „ფორტუნას“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, მატარებლები მხოლოდ მეტროსადგური „ვარკეთილიდან“ „გურამიშვილის“ მიმართულებით და პირიქით მოძრაობენ.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, დილის რვა საათიდან მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ ამ დროისთვის დაკეტილია და მგზავრებს ვერ ემსახურება.

„ტექნიკური ხარვეზია. დროებით დაკეტილია ეს მიმართულება “,- განუცხადეს „ფორტუნას“ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g