LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროს რამდენიმე ვაგონში შიდა დაკვირვების კამერები დამონტაჟდა

104

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისის მეტროს რამდენიმე ვაგონში შიდა დაკვირვების კამერები დამონტაჟდა. როგორც “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს,  აქამდე ვაგონები შიდა კამერებით არ იყო აღჭურვილი. კამერები ამ ეტაპზე მოდერნიზებულ 4 ვაგონშია დამონაჟებული, რომლებიც თბილისის მეტროს სავაგონე პარკსშეემატა. ვაგონების აღნიშნული შემადგენლობა ყოველდიურად მოემსახურება მგზავრებს დაუფრო მეტად კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის მეტროთი მგზავრობას. ვაგონებისმოდერნიზაცია მოიცავს, როგორც კაპიტალური შეკეთების მოცულობით გათვალისწინებულსამუშაოებს, ასევე თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს, მთლიანად შეიცვალა ვაგონისინტერიერი, ექსტერიერს მიეცა თანამედროვე სახე, ძველი სანათები  ახლი შუქდიოდურისანათებით ჩანაცვლდა, მემანქანის კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით.ასევე უსაფრთხოების გაზრდის მიზნით აღნიშნული შემადგენლობა აღიჭურვამემანქანის ბაქნისსაკონტროლო კამერებით შემადგენლობის ორივე მხრიდან, თითოეულ ვაგონში დამონტაჟდაორი შიდა დაკვირვების კამერა და ოთხი მონიტორი.

თბილისის მეტროს სავაგონე პარკის განახლება და მოდერნიზება მომავალშიც გაგრძელდება,კერძოდ 2016 წელს დაგეგმილია კიდევ 8 ვაგონის რემონტი

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები