LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს

175
marshutka

თბილისის მერია, კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებით უსაფრთხოების ზომების გატარებას იწყებს.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“  სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს.

ვიდეო: სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

„იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება უწევს 300 000-ზე მეტ მომხმარებელს, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები და გადაადგილდნენ დეზინფექცირებული ტრანსპორტით. კომპანია თბილისის მიკროავტობუსი აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან, რომ მოხდეს დაუყოვნებლივ სატრანსპორტო საშუალებების დასასუფთავებლად საჭირო ხსნარების მარაგების შევსება. „თბილისის მიკროავტობუსის“ ტექნიკური დეპარტამენტის მიერ მიკროავტობუსები დეზინფექციის აუცილებელ პროცედურას უახლოეს პერიოდში დაიწყებს ისე, რომ არ მოხდეს მგზავრთა გადაყვანის შეფერხება“, – ნათქვამია „თბილისის მიკროავტობუსის “ინფორმაციაში.

ქუთაისის აეროპორტიდან იტალიიდან ჩამოსული ორი მგზავრი მაღალი ტემპერატურის გამო კლინიკაში გადაიყვანეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g