LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტიდან იტალიიდან ჩამოსული ორი მგზავრი მაღალი ტემპერატურის გამო კლინიკაში გადაიყვანეს

2360
rkdvydr6 (1)

ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ბოლონიის რეისის ორი მგზავრი ეკიპირებულმა პირებმა  სპეციალური ავტომობილით შესამოწმებლად წაიყვანეს.

როგორც აეროპორტში მყოფმა ექიმებმა განაცხადეს, მგზავრებს მაღალი ტემპერატურა დაუდგინდათ.

სულ ბოლონია-ქუთაისის რეისით 97 მგზავრი ჩამოფრინდა. თითოეულმა მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. ასევე შეავსეს ანკეტები და მიიღეს რეკომენდაციებიც.

ექიმების ინფორმაციით, ერთი მათგანი გორის კლინიკაში, მეორე კი კერძო სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს პაციენტებისგან ცლიან: შენობა საკარანტინო ზონად მოეწყობა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g