თბილისის მერიის ინფორმაციით, წლევანდელ გეგმაში არსებული ქუჩების 85%-ზე საგზაო მონიშვნების, მათ შორის, ქვეითთა გადასასვლელების დახაზვა უკვე დასრულებულია.
ამის შესახებ მერია ვრცელ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, თუ რამდენ ხანში ერთხელ და როგორ ხდება ქუჩების დახაზვა.
„საქართველოში მოქმედი სტანდარტებით, საგზაო მონიშვნები გამოიყენება გზებზე, რომელთა სავალი ნაწილის სიგანე მინიმუმ 6 მეტრია, ხოლო მოძრაობის ინტენსივობა საათში 1 000 ავტომობილს აჭარბებს. ამასთან, ქუჩის დახაზვისთვის გზის ასფალტისა ან ბეტონის საფარი კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს.
საგარანტიო პირობების თანახმად, თერმო და ცივი პლასტით ქუჩები 3 წელიწადში ერთხელ იხაზება, ხოლო ერთკომპონენტიანი საგზაო საღებავით – ყოველ 6 თვეში. საგზაო მონიშვნები თავდაპირველად მაგისტრალურ ქუჩებზე კეთდება.
ერთკომპონენტიანი საღებავით დაიხაზა 69 ქუჩა: აეროპორტის, კახეთის, მარნეულის, რუსთავის, თიანეთის, კოჯრის გზატკეცილები, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, წერეთლის, რობაქიძის, რუსთაველის, ფარნავაზ მეფის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ჩოლოყაშვილის გამზირი, გმირთა, სააკაძისა და თავისუფლების მოედნები, ბუშის, კოსტავას, ნონეშვილის, თოფურიას, იპოლიტოვ-ივანოვის, მაისურაძის, გორგასლის, კვინიტაძის, დემეტრე თავდადებულის, ჯავახიშვილის, შენგელაიას, ქერჩის, მოსულიშვილის, ვეკუას, მიქატაძის, ლესელიძის, სამამულო ომის გმირების, ხიზანიშვილის, ბოჭორიშვილის, ნანეიშვილის, კეცხოველის, მიქელაძის, ახმეტელის, ლუბლიანას, გოგიბერიძის, პაიჭაძის, ბოხუას, დიდგორის, ჯავახეთის, საცხენისის, შუამთის, კალაუბნის, პუშკინის, ხომლელის, აბაიშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ჭირნახულის, იუმაშევის, მეფრინველეთა, ისაკიანის, რამიშვილის, ზაქარიაძის, ლიბანის, თრიალეთის, შ. პეტეფის, პატარიძის, დავითაიას, ვარკეთილის მეურნეობის ქუჩები, მუხაძის, ჩანტლაძის, აბზიანიძის, ლაღიძის, კვაჭანტირაძის და დუმბაძის ქუჩები.
ერთკომპონენტიანი საგზაო მონიშნების დატანა დაიწყო შემდეგ ქუჩებზე: ი. პეტრიწის, გიორგი ბრწყინვალისდა ნოზაძის ქუჩები.
თერმო და ცივი პლასტით დაიხაზა: ჩარგლის, გუდამაყრის, ქავთარაძის, ასათიანის ქუჩები და ყაზბეგის, მარშალ გელოვანის და მირიან მეფის გამზირები. თერმო და ცივი პლასტით ამჟამად იხაზება: ფეიქრების, პეტრე იბერის, ბოჭორმის ქუჩები.
თერმო და ცივი პლასტით დახაზვა იგეგმება: ცინცაძის, წურწუმიას (სავალი ნაწილის აღდგენის შემდეგ), წინანდლის ქუჩების.
ერთკომპონენტიანი საღებავით საგზაო მონიშვნების დახაზვა იგეგმება შემდეგ ქუჩებზე: სამტრედიის, ყიფიანის, ჩხიკვაძის, ჟღენტის, მხატვრების, ფერმწერთა, კაპანელის, ბედიას, ბუხაძის, მესხიშვილის, მცხეთის, დოდაშვილის, ნიაბის, დვალის, სანდრო ეულის, ქინძმარაულის, ქეთევან წამებულის გამზირის და კახეთის გზატკეცილის მონაკვეთი აეროპორტის გზაგამტარიდან ქალაქის საზღვრამდე (სავალი ნაწილის აღდგენის შემდეგ)“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.