LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის, ქუთაისის და რუსთავის სკოლებში შემსუბუქება 15 თებერვალს გადაიხედება: სამინისტრო

140
BeFunky-collage (10)

15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1 მარტიდან.

“აღსანიშნავია, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, უწყების ცნობით, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე.

„სამინისტროს მიზანია, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ბუნებრივ გარემოს – საკლასო ოთახს. თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლებში დასაქმებული სხვა პირების ჯანმრთელობა. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სასწავლო ფორმატს ეხება, სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის მიღებული“. – აღნიშნავენ სამინისტროში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, პირველი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.

აქვე შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 456.

285 ახალი შემთხვევა თბილისში, 34 კახეთში, 32 კი შიდა ქართლში გამოვლინდა – გადანაწილება რეგიონების მიხედვით

არავის გვინდა შეზღუდვები, მაგრამ სასწორზე დევს ადამიანების სიცოცხლე: გამყრელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g