თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს, თემურ გორგაძეს, 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსჯეს.
სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ცნობით, გორგაძე დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში. გამოძიების ვერსიით, გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ, 7 000 დოლარი მოსთხოვა.
უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გორგაძე , 2018 წლის 28 თებერვალს, მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 3500 ამერიკული დოლარის გადაცემის დროს დააკავეს.
