LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ნიკა მელიას გარეშე მიმდინარეობს

95
nika 22

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ჩემს შვილს ასამართლებენ სამშობლოს სიყვარულის გამო და მეამაყება: ანზორ მელია

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

სასამართლო პროცესს არ ესწრება ნიკა მელია.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სასამართლოს პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა და მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის დააკმაყოფილა.

სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.

შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში: კარლ ჰარცელი ნიკა მელიას საქმეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g