LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ CNG-ის საწვავზე მომუშავე ავტობუსების მისაღებად ემზადება

77

ახალი ავტობუსების შეუფერხებელი ექსპლუატაციისთვის დიდ დიღომის ტერიტორიაზე მსხვილი ავტოგასამართი სადგური აშენდება.

სადგურს ექნება 2 სვეტი დიზელის საწვავისთვის, ასევე 8 გაზგასამართი სვეტი.

სადგური უახლესი და მაღალი სიმძლავრით გამორჩეული დანადგარებით აღიჭურვება, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის.

მუნიციპალური ავტოასამართი სადგურის მშენებლობა-აღჭურვისთვის კომპანიამ ბაზრის კვლევა უკვე დაიწყო, სადაც დაინტერესებულ პირებს სადგურის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოებზე კომერციული წინადადების წარდგენა შეუძლია. შეთავაზებული ფასები გამოსახული უნდა იყოს ლარში, კანონმდელობის შესაბამისი, ყველა გადასახადის ჩათვლით.

ავტოგასამართი სადგური დიდ დიღომში ყოფილი ტელევიზორების ქარხნისა და IV მ/რაიონის V კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

წინადადებების წარდგენის ვადა 8 ივლისის 18:00 საათზე იწურება.

შეგახსენებთ, თბილისის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით 175 ახალი ავტობუსის შეძენს გეგმავს.

gbc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები