თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით მგზავრებს ვერ ემსახურება.
„ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში“ – აღნიშნულია განცხადებაში.