LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის თეატრალური ფესტივალი დღეს დაიხურება – თეატრმცოდნის შეფასებები

100

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს საღამოს დაიხურება. 24 სექტემბრიდან მოყოლებული, მაყურებელმა ქართული თეატრების სცენაზე არაერთი ტრადიციული თუ ექსპერიმენტული წარმოდგენა და სპექტაკლი ნახა, მათ შორის იყო ქართული ნამუშევრებიც.

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს შეფასებების მოსასმენად დავუკავშირდით.

ლაშა, როგორ მოგეწონათ წლევანდელი პროგრამა?

პროგრამა იყო საკმაოდ კარგი, მოიცავს ყველა ჟანრს და ნათლად აჩვენა მსოფლიო თეატრალური სცენის მთავარი ტენდენციები. ვგულისხმობ იმას, რომ არის როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული ფორმის სპექტაკლები, თეატრალური წარმოდგენები, სადაც უფრო მეტი აქცენტია ვოკალზე, ან პლასტიკაზე, ან ცეკვაზე.

ფავორიტები დაგვისახელეთ…

ორი ფავორიტი სპექტაკლის დასახელება შემიძლია, რომლებმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს. ორივე სპექტაკლი საინტერესოა, აქტუალური და მაღალი მხატვრული დონის. დავასახელებ აქრამ ჰანის კომპანიას და მათ სპექტაკლს „კააში“ და ტომას ოსტერმაიერის დრამას „ხალხი მტერი“.
მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ფესტივალი შედგა.

დიახ, რა თქმა უნდა, შედგა. დაველოდებით, როგორი იქნება მომავალი წლის პროგრამა, თუმცა აქვე ვისურვებდი, რომ ქართული თეატრი შემდეგ წელს უფრო უკეთ იყოს წარმოდგენილი…

არ იყო მოწოდების სიმაღლეზე?

დიახ. შარშანწინ გაცილებით უკეთესი პროგრამა იყო. ამაში უცხოელი ექსპერტებიც მეთანხმებიან, რომლებიც წელს ისეთი აღფრთოვანებულები არ იყვნენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართული თეატრი მსოფლიო ტენდენციებს ფეხს უწყობს. უბრალოდ, ახლა გარდამავალი ეტაპი გვაქვს და ეს არის განვითარების პროცესი…

lasha cxartishvili

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები