მეტროსადგურ „სადგურის მოედნთან“ მტვირს ერთჯერადი კონცენტრაცია ძალიან მაღალია და ზღვარს აღემატება, ამის შესახებ გარემოს სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშია საუბარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კვლევა 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა.
გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგების მიხედვით დასაშვებ ნორმას კვადრატულ მეტრზე მტვრის შემცველობა მხოლოდ მეტროსადგურ ”სადგურის მოედანთან” აღემატება. რაც შეეხება ხმაურს, ყველაზე ხმაურიანი ადგილი თბილისში მეტროსადგური „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაა, აქ მონაცემები ზღვარს აღემატება.
დასაშვებზე მეტია ხმაური მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“, მეტროსადგურ „ნაძალადევთან“, მეტროსადგურ „სადგურის მოედანთან“, აბანოთუბანში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“ და წყნეთში ,,სმარტთან“.