LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისო – იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ?: ოლეგ ნიკოლენკო

540
ოლეგ ნიკოლენკო

რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთს დასავლეთის სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია შეუმჩნეველი არ დარჩენია და რომ ორი ქვეყნის ურთიერთობას ნათელი მომავალი აქვს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენო Twitter-ზე ეხმიანება.

„რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდა“ დაჰპირდა. თბილისო – იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ?”, – წერს ოლეგ ნიკოლენკო.

რუსეთის მხრიდან არც ერთი ასეთი შექება და რევერანსი საქართველოს ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავს: თალაკვაძე კარასინის განცხადებას ეხმიანება

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 24 მარტს მოსკოვში ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა გაიხსნა.

შეხვედრაში მონაწილეობდა 40-მდე ექსპერტი, პოლიტოლოგი და მეცნიერი, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

მონაწილეებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინიც შეხვდა, რომელმაც განაცხადა:

“პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ტრადიციულ მეგობრებს. არსებული ურთიერთობა ურთიერთდახმარებით ხასიათდება. რუსეთი მხარს უჭერს ყველა საკითხისადმი მშვიდ მიდგომას. ვინც სამართლიანად გვეპყრობა და ღიად გველაპარაკება, ის მეგობრად დარჩება”, – თქვა კარასინმა და აღნიშნა, რომ რუსეთს დასავლეთის მიერ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია “შეუმჩნეველი არ დარჩენია”.

mazda magti 5g