LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისობასთან” დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვაზე შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

75

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ავტოსატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვებზე „თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით.

„თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, ელბაქიძის დაღმართზე, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმართულებით.

აღნიშნული შეზღუდვა „თბილისობის” დასრულებამდე გაგრძელდება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „თბილისობის“ დღესასწაული 6-7 ოქტომბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები