შეირჩა ის ტერიტორიები, სადაც თბილისობის დღესასწაულზე, 6 და 7 ოქტომბრერს გარევაჭრობა ნებადართული იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით ასეთი დედაქალაქის მასშტაბით 7 ლოკაცია შეირჩა.
ესაა: 1. ჩუღურეთის რაიონში ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორია; 2. სამგორის რაიონში ვიქტორ კუპრავას ქუჩის #10, ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორია; 3. გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებული ტერიტორია; 4. დიდუბეში სტანისლავსკის ქუჩაზე “დიდუბე პალაზას” მიმდებარე ტერიტორია; 5. დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა #1 -ში სკვერის მიმდებარე ტერიტორია; 6. საბურთალოზე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია; 7. ვაკეში გეგგეშიძის ბაღი.
როგორც კალაძე აცხადებს, მოქალაქეებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა მხოლოდ ამ სივრცეებში შეეძლებათ.