LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს ელექტრომობილების ხუთი უფასო დამტენი შეემატა

349
eleqtrodamteni

დედაქალაქს ელექტრომობილების კიდევ 5 უფასო დამტენი შეემატა.

კომპანია „გრინვეიმ“ საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თბილისში მდებარე ხუთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, ადგილი გამოყო და ელექტრომობილების დამტენები განათავსა. უფრო კონკრეტულად, დღეიდან ელექტრომობილების უფასო დამტენები ხელმისაწვდომია – გლდანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ და დიღომში, ნოდარ ბოხუას ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრებში.

ცნობისთვის, პროექტი ხორციელდება კომპანია „ისფეისის“ და „მ2“-ის თანამშრომლობით. მათი მიზანია შექმნან უკეთესი ეკოლოგიური გარემო და ხელი შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას ქვეყანაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g