იტალიური კინოს ლეგენდარული ვარსკვლავი ორნელა მუტი საქართველოში საქველმოქმედო მიზნით ჩამოდის. ვიზიტი ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ ორგანიზებით იმართება, რომლის ფარგლებში მსახიობი მონაწილეობას მიიღებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ შემოქმედებით საღამოში.

საქველმოქმედო საღამოსთან დაკავშირებით, რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ FM“ სტუმრობდნენ ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ესაკია და ჯგუფ „ალეგროს“ სოლისტი პაატა სვანიძე.


