არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ თბილისში სამი პირი დააკავა. დაკავებულია 1996 წელს დაბადებული მ.ფ, 1973 წელს დაბადებული მ.გ და 1970 წელს დაბადებული ვ.კ.
უწყების ინფორმაციით, 2004 წელს დაბადებული არასრულწლოვანს ბრალდებულები ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატიურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სამივე ბრალდებული – დაზარალებული არასრულწლოვნის და ე.წ. “სუტინიორი” და ტრეფიკინგში ჩართული ტაქსის მძღოლი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგებით ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე პრიმა-2 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
