LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის აშშ-ის მიერ ძებნილი დააკავეს

168
police-2-e1543399640381

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობისათვის ძებნილი პირი თბილისში დააკავა. უწყების ინფორმაციით, ძებნილი პირი თბილისში, გორკის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

“ჯ.ს.-ს ბრალი 2017 წელს ქალაქ ოსტინში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, ტეხასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით ედება.

კერძოდ: 21.01 მუხლით, რაც არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ დანაშაულს გულისხმობს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს; 21.021 (ა) (1) (ბ) მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ დანაშაულს გულისხმობს და 99 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 21.11 (ა) (1) მუხლით, რაც არასრულწლოვანთან უხამსი სახის კონტაქტს გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – აღნიშნულია შსს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები