LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბინების გაყიდვები 32%-ით გაიზარდა – ფასებს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია

74
tbilisi-amindi-45145

თბილისში უძრავი ქონების ბაზარი გამოცოცხლდა, კერძოდ – 2021 წლის მარტში 3,060 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 32%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი – 20%-ით. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 132 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ Colliers International-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

ამავე მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის მარტში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2,021 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 33%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 25%-ით მეტი 2019-თან შედარებით. აღნიშნული შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მშენებარე საცხოვრებელი ობიექტის დასრულებასთან, რაც ჯამში დაახლოებით 170 ერთეულ ბინას მოიცავს. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 30% და 11%-ით გაიზარდა, 2020-სა და 2019-თან შედარებით.

რაც შეეხება კვარტალურ მიმოხილვას, თბილისში, 2021 წლის პირველ კვარტალში 7,738 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით კი – 6%-ით. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2019-ის პირველ კვარტალთან – 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2021 წლის პირველ კვარტალში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 5,300 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 13%-ით მეტი 2019-თან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 3% და 6%-ით შემცირდა 2020 და 2019 წლის პირველ კვარტლებთან შედარებით.

2021 წლის პირველ კვარტალში, საშუალო შეწონილ ფასს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. 2020 წლის პირველ კვარტლათან შედარებით, ახალი ბინების საშუალო შეწონილი ფასი მხოლოდ 2%-ით შემცირდა, 2019 წელთან შედარებით კი 1%-ით. რაც შეეხება ძველ ბინებს, მაჩვნებელი 2% და 4%-ით შემცირდა 2020 და 2019 წლების პირველ კვარტალთან შედარებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g