LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დღეს სუპერთასის გათამაშება გაიმართება

47

უეფა-ს სუპერთასის მატჩის დაწყებამდე, დღეს “დინამო არენაზე” შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური ცეკვა. ამის შემდეგ ორივე გუნდი გამოვა მინდორზე და შესრულდება უეფა-ს სუპერ თასის ჰიმნი. ცერემონიის მთავარ დატვირთვას ატარებს 1000 ბავშვის, ასევე, სხვა პირების, ფეხბუთელის და მსაჯის მიერ შეკრული ცოცხალი ჯაჭვი, როგორც მშვიდობის და ერთიანობის სიმბოლო.

საზოგადოების წინაშე წარდგება 1885 წელს დაარსებული საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ცეკვის ანსამბლი “ერისიონი”, რომელიც წელს აღნიშნავს 130 წლის იუბილეს. წარმოდგენაში დაახლოებით 200 მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას: 80 პროფესიონალი მოცეკვავე, 70-90 მოზარდი, 10-20 მედოლე ბავშვი.

მოზარდები მოედანზე შემოიტანენ უზარმაზარ დროშებს უეფა-ს ევროპა ლიგისა და
უეფას ჩემპიონთა ლიგის თასების და უეფას სუპერ თასის ლოგოს გამოსახულებით, ასევე სამგანზომილებიანი ფორმატის ასოებით დაწერილ გუნდების სახელებს და დევიზს “ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს”.

გარდა ამისა, ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა ცოცხალი ჯაჭვი. პირველად, გახსნის ცერემონიაში წარმოდგენილი იქნება 1000 ბავშვის და მათი თანმხლები პირის, ასევე ფეხბურთელებისა და მსაჯებისაგან შექმნილი ცოცხალი ჯაჭვი, მშვიდობისა და ერთიანობის მხარდასაჭერად.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს ბავშვთა ფონდის ამ ინიციატივის მიზანია, გაავრცელოს ძლიერი გზავნილი: “ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს.”

პროექტში ჩართული თითოეული ცხრა ეროვნული ასოციაცია დაუკავშირდა თავის ქვეყანაში დაუცველი ბავშვების მხარდამჭერ აღიარებულ უწყებას, რათა ამ პროექტისთვის შეერჩიათ მონაწილეები. ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ 10-12 წლის, ადგილობრივი მასობრივი საფეხბურთო ტურნირების გამარჯვებულები, ბავშვთა სახლების ბინადრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები და სამხედრო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები.

“თბილისი აღმოსავლურ-ევროპული ქალაქია, რომელიც მასპინძლობს უეფას სუპერ თასს, მას შემდეგ, რაც 2012 წლიდან მატჩი აღარ ტარდება მონაკოში. სფფ-მ, უეფას ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, გადაწყვიტა ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობა და ევროპის კონფლიქტური ზონებიდან ჩამოსული ბავშვების მეშვეობით გამოხატოს მშვიდობისა და ერთობის იდეა, აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთს მოთამაშეების და მსაჯების ჩათვლით, ხალხის გაერთიანება. სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთის, მოლდოვის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის საფეხბურთო ასოციაციები დადებითად გამოეხმაურნენ ამ ინიციატივას”,-ნათქვამია უეფა-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცოცხალ ჯაჭვში ონაწილეობას მიიღებენ: 20 ბავშვი და 3 უფროსი სომხეთიდან, 20 ბავშვი და 2 უფროსი აზერბაიჯანიდან, 15 ბავშვი და 2 უფროსი ბელორუსიდან, 720 ბავშვი და 130 უფროსი საქართველოდან, 10 ბავშვი და 2 უფროსი ყაზახეთიდან, 19 ბავშვი და 4 უფროსი მოლდოვიდან, 9 ბავშვი და 3 უფროსი რუსეთიდან, 15 ბავშვი და 3 უფროსი თურქეთიდან და 20 ბავშვი და 3 უფროსი უკრაინიდან.

უეფა-ს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა “დინამო არენაზე” თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები