LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ელექტრომობილების დასამუხტი უფასო სადგურები დამონტაჟდა

27

თბილისში, ელქტრომობილების დასამუხტი მოწყობილობები განთავსდა. პირველ ეტაპზე ისინი ორ ადგილზე, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევში დამონტაჟდა. სადგურები ორშაბათიდან, 5 ნოემბრიდან ჩაირთვება.

ახალ გასამართ სადგურებში ელექტრომობილებს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მოემსახურებიან. დასამუხტი მოწყობილობის განთავსებას კომპანია “ი-სფეისი” ახორციელებს.

როგორც ”ფორტუნას” სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურის უფროსმა განუცხადა, უახლოეს პერიოდში, კომპანიას თბილისის სხვადასხვა უბნებში კიდევ 100-მდე მოწყობილობის დამონტაჟება აქვს განზრახული.

მოგვიანებით კი, ”ი – სფეის” საქართველოში ელექტრომობილების რეალიზაციასაც გეგმავს.

სახელმწიფომ ელექტრომობილების იმპორტის წასახალისებლად ისინი საბაჟო გადასახადისგან გაათავისუფლა.

სატრანსპორტო კომპანიაში ასევე, განიხილავენ საკითხს, რომ რომელიმე საფეხმავლო ქუჩაზე ელექტროავტობუსების ხაზი გაკეთდეს, რომელიც ერთი მხრივ, მოსახლეობაში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას გაზრდის, მეორე მხრივ კი მგზავრების კომფორტზე იზრუნებს.

დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 50 ელექტრომობილია. თითო მანქანის ბოლომდე დამუხტვას დაახლოებით 2,5-3 საათი სჭირდება.

fortuna.ge

14962268_1296695003708503_1900454305_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები