გლდანში ერთ-ერთ სამორინეში, გაზის გაჟონვის შედეგად ხუთი ადამიანი მოიწამლა.დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა სამონირეს გარეთ, ქუჩაში გაჟონა, შენობაში კი სავენტილაციო სისტემით მოხვდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.