თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება – ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მათივე თქმით, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების გარდა ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.
“მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე უმნიშვნელო გადაჭარბება დაფიქსირდა 11 თებერვალს ქ.ქუთაისსა და ქ.რუსთავში, 12 თებერვალს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა-თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ, ქ.ქუთაისსა და ქ.ბათუმში- 1.8-ჯერ,ხოლო რუსთავში- უმნიშვნელ;ოდ. 13 თებერვალს ქ.რუსთავში- 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში – 1.7-ჯერ. 14 თებერვალს თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.1-ჯერ, ვაშლიჯვარში-1.2-ჯერ, ქ.რუსთავში 1.7-ჯერ, ქ.ქუთაისში 2-ჯერ, ხოლო ვარკეთილში-უმნიშვნელოდ. 15 თებერვალს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე 1.7-ჯერ გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.ქუთაისში. 16, 17 და 18 თებერვალს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზსა და ქ.ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში – უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.
ალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ურეკის ქ. N5, N143 საჯარო სკოლასთან, გლინკას ქ.N18, ბაგა-ბაღი ,,ბენიკანასთან“, ხორნაბუჯის ქ.N21, N143 ბაგა-ბაღთან, გუდამაყრის ქ.N2, N9 ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.