LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომავალ წელს 61 მლნ. ლარით მეტი დაიხარჯება

12

დედაქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, 61 მლნ. ლარით მეტი დაიხარჯება.

2016 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, გამწვანების ღონისძიებები რჩება. დედაქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 2016 წელს 271 მლნ. ლარი გამოიყოფა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (210 მლნ.) 61 მლნ. ლარით მეტია.

ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში პირველად ვარიანტთან შედარებით, გაზრდილია ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორებიცაა: გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში – 2 მლნ. 600 ათასი ლარით; ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება – 3 მლნ ლარით და კეთილმოწყობის ღონისძიებები რაიონებში – 4 მლნ ლარით.

თბილისის 2016 წლის ბიჯეტის დაზუსტებული პროექტი საკრებულოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, 10 დეკემბერს, შევიდა.