ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირებულების რიცხვმა მკვეთრად იკლო.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 25 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
კორონავირუსით 1 881 ადამიანი დაინფიცირდა
კოვიდ-19-ით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 655 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 747 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 908 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 218 724-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 196 220-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 863 შემთხვევა,
აჭარა – 97,
იმერეთი – 259,
ქვემო ქართლი – 168,
შიდა ქართლი – 145,
გურია – 35,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 112,
კახეთი – 108,
მცხეთა-მთიანეთი – 54,
სამცხე-ჯავახეთი – 29,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 165, საიდანაც, 5 969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 687, აჭარაში – 584, იმერეთში – 1 196. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში – 522, აჭარაში – 121, იმერეთში – 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 64, იმერეთში – 74. 1 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 – თბილისში, 668 – აჭარაში, 112 – იმერეთში. 12 654 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 183, აჭარაში – 116, ხოლო იმერეთში – 13.
სულ 6 ოქტომბრიდან – 24 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 905 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 693 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 708 პირი, აჭარაში – 4 006, იმერეთში – 4 887“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.