LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში პანდემიით დაზარალებული ბიზნესსექტორის დახმარება გაგრძელდება – რა შეღავათებს მიიღებენ კომპანიები

61
tif7

დედაქალაქის საკრებულო მომდევნო კვირას ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას განიხილავს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალური კომპანიების მოიჯარეები სხვადასხვა შეღავათით ისარგებლებენ, რომელთა შორისაა 2020-2021 წლების განმავლობაში გადასახდელი საიჯარო ქირისგან გათავისუფლება.

„უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, პანდემიით დაზარალებული ბიზნესსუბიექტების მხარდაჭერას ვახორციელებთ. ესენი არიან ძირითადად, მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური კომპანიების მოიჯარეები, რომელთაც სხვადასხვა სახის შეღავათები გაეწევათ. კერძოდ, საიჯარო ვადის სახით, დაემატებათ გაცდენილი ორწლიანი პერიოდი. ასევე, მოხდება ვადაგასული იჯარების აღდგენა, ჩამოეწერებათ სანქცია-საურავები და გათავისუფლდებიან 2020-2021 წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი საიჯარო ქირებისგან. ასევე, ტურისტული ობიექტებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით, მოსაკრებლისგან გათავისუფლების ვაუჩერული პროგრამა ამოქმედდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები