თბილისში, პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.