LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რამდენიმე ადგილზე ტურისტული საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა

123
ER6B4105-as-Smart-Object-1

თბილისის მერიამ ტურისტული – საფეხმავლო ბილიკების შესწავლის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. წინადადების მიღება 7 სექტემბერს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 26 000 ლარია.

შესასწავლი მარშრუტებია: წყნეთიდან (საირმის ქუჩა) – არსებულ კუს ტბა – უძოს მარშრუტთან დაკავშირება;

წყნეთიდან (კრავეიშვილი-რუსთაველის ქუჩების კვეთა, ავტობუსების ბოლო გაჩერების მიმდებარედ) – არსებულ კუს ტბა – უძოს მარშრუტთან დაკავშირება;

უძოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან (დაახლოებით აგარაკების მიმდებარედ) – კოჯორის დაკავშირება (იუნკერების ქუჩის მიმართულებით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები