6 ოქტომბერს თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაზე უელსელ გულშემატკივართა რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან.
უელსის საფეხბურთო ასოციაციის ცნობით, საქართველში 2000 გულშემატკივარი ჩამოვა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტპაზე გასვლით მატჩებზე თბილისში ამდენი გულშემატკივარი არცერთ გუნდს ჰყოლია.
2 სექტემბერს კი საქართველოს დედაქალაქს ყველაზე მეტი 1000 ირლანდიელი გულშემატკივარი ეწვია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო საშინაო შეხვედრას 6 ოქტომბერს უელსის წინააღმდეგ გამართავს. ბოლო ორი მატჩისთვის ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.