LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი – სინოპტიკოსების პროგნოზი

385
1545846534-158399

სინოპტიკოსების ინფორმაციით, თბილისში დღეს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამის სიჩქარით. ტემპერატურა ბარში და მთაში 2-7 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში გვექნება ზოგან -5 გრადუსი ყინვა.

რაც შეეხება დედაქალაქს, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია დილის საათებში მცირე თოვლჭყაპი და ნისლი, იქროლებს სამხრეთ აღმოსავლეთის ქარი. დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6 გრადუსს მიაღწევს. მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g