LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ყველაზე მეტი ბინა ჩუღურეთის რაიონში გაიყიდა – ფასების ყველაზე დიდი მატება კი ვაკეში დაფიქსირდა

158
30742233_1169495719856931_6091306499622043648_n

თბილისში ყველაზე მეტი ბინა ჩუღურეთის რაიონში გაიყიდა. „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშის მიხედვით, დედაქალაქში უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა. კერძოდ, 2022 წლის მაისში, 3 331 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%-ით მეტია.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის მონაცემებით, რაიონები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, არის: ჩუღურეთი – 244%-იანი ზრდა, კრწანისი – 96% და დიდი დიღომი – 92%-იანი ზრდა.

რაც შეეხება ფასებს, მაისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 20%-ით გაიზარდა და 1კვ. მეტრის ღირებულებამ 909 დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის მაისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი ყველა რაიონში აღემატებოდა 2021 წლის მაისის მაჩვენებელს. ფასები თბილისში ყველაზე მეტად : 35%-ით გაიზარდა ვაკის რაიონში, მას მოსდევს გლდანი – 28%-იანი ზრდით, მე-3 ადგილზე კი ჩუღურეთია, სადაც ფასი წლიურად 25%-ით არის გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g