თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ოჯახს ასახლებენ. ადგილზე რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი. ისინი აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს ბინასთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევენ და მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
ოჯახი აცხადებს, რომ აღსრულების ბიურო ადგილზე „რიკო კრედიტის“ მიმართვის გამო იმყოფება.
როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, პაატა შამუგია „ფორტუნასთან“ ამბობს, რუსთაველზე, ოჯახის გამოსახლების პროცესის განხილვა დღესაა ჩანიშნული, თუმცა ფიზიკურ გამოსახლებამდე დავის მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ.
„დღესაა ჩანიშნული გამოსახლების პროცესის განხილვა, თუმცა ფიზიკურად სანამ მოხდება გამოსახლება, იქამდე უშუალოდ დავის მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ, [რიკო კრედიტის წარმომადგენელმა და ოჯახმა] მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება,“– ამბობს პაატა შამუგია.
⭕ ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახს ასახლებენ. ოჯახი აცხადებს, რომ აღსრულების პოლიცია ადგილზე „რიკო კრედიტის” მიმართვის გამო იმყოფება.
Posted by პუბლიკა • Publika on ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2023
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.