რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ სოფო ერქომაიშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „თბილისური შალახო“ პრემიერა შედგა. გადაცემის სტუმარმა თავის მუსიკალურ კარიერაზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კიდევ ორი ახალი სიმღერა დააანონსა.
სოფო, როგორ აღმოჩნდი მუსიკის სფეროში?
ძალიან პატარა ასაკიდან მაქვს სიმღერა დაწყებული, ასე მეუბნებიან, რომ 5 წლიდან. ჩემი დაც მღერის, მუსიკალური განათლება აქვს, უფრო ფორტეპიანოს განხრით. ჩემი და დაჯდებოდა ხოლმე ფორტეპიანოსთან და ვმღეროდით ერთად. შემდეგ, გუნდში ვმღეროდი და ძალიან დიდი ხანი ვგალობდი ეკლესიაში. შემდეგ, საესტრადოზე ჩავაბარე. მოკლედ, ბაღის ასაკიდან დღემდე არ გავჩერებულვარ.
ვისაუბროთ სიმღერაზე „თბილისური შალახო“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
სიმღერის იდეა ლევან გულბათაშვილს ეკუთვნის, მითხრა, ძალიან მოგიხდება ეს სიმღერაო და მეც დავფიქრდი, რატომაც არა-მეთქი. მან წამიყვანა სტუდიაშიც. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩავწერეთ.
როგორია სამომავლო გეგმები?
უკვე ჩემთან არის მაიკო კაჭკაჭიშვილის ერთი სიმღერა, რომელიც ცოტა სხვა სტილში მინდა, რომ გავაკეთო. სამომავლოდ, კიდევ ერთ კარგ ბიჭთან ვგეგმავ დუეტს.
სოფო ერქომაიშვილი – თბილისური შალახო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
სოფო ერქომაიშვილი – აღარ განმეორდები
სოფო ერქომაიშვილი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”