მოცეკვავე, თეა დარჩია „მთავარი არხის“ ერთ-ერთ რუბრიკაში პასუხობს ბლიც-კითხვებს, რომლის დიდი ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და 28 ნოემბრიდან დაწყებულ საპროტესტო მუხტს ეხება. თეა დარჩიას თქმით, დღეს მისი მთავარი სურვილი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა.
„თვეზე მეტია მოსვენება არ არის, ადამიანებში რა თქმა უნდა, ვისაც ეს არ ეხება მგონი პრობლემა აქვთ ადამიანობასთან… ხორუმი რუსთაველზე იყო ნამდვილი სასწაული, რაც შეიძლება მომხდარიყო აი, ასე დაუგეგმავად, დაუდგმელად, გაუაზრებლად, ერთადერთი აზრი იყო ერთობის და გამარჯვების ძალიან დიდი წყურვილი
თეა დარჩია: „საჯაროდ ვიხდი ბოდიშს, ნათქვამში არც საგალობლები და არც ფოლკლორი არ მოიაზრებოდა – ყველამ კარგად იცის და ხვდება, რომ წამითაც არ შეურაცხვყოფ არც ფოლკლორს და არც ტრადიციას, არც სიმღერას და არც ცეკვას“
„უმძიმესი ემოციური ფონია ჩვენს ქვეყანაში და ამიტომაც ადამიანურად გვეშლება ბევრი რამ, ეს არ უნდა გახდეს ისეთი არაადამიანური შეურაცხყოფის მიზეზი, რაც ჩემი მისამართით მოდის.“
სულ რაღაც თითებზე ჩამოსათვლელი მოცეკვავეები ვიყავით ფილარმონიასთან, ცოტა შემეშინდა, მაგრამ მერე მოვიდა ხალხი, ჩემი ძველი, ახალი მოსწავლეები და სანამ ფილარმონიიდან ჩავედით, გამოვიხედე და მე თვითონ შოკში ვიყავი, ასეთი სასწაული მარტო სიყვარულით, ცეკვით და მუსიკით შეიძლება მოხდეს…
რა თქმა უნდა, უმთავრესი და უპირველესი სურვილია პოლიტპატიმრების განთავისუფლება… ეს არის სერიოზული მორალური, ფსიქოლოგიური წნეხი, რომელსაც ჩვენ უნდა გავუძლოთ იმიტომ რომ მართლები ვართ…
ვინანებთ თუ შევეგუებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ჩვენც, ჩვენს შვილებსაც და შთამომავლებსაც ექნებათ სანანებელი, რომ რატომ ბოლომდე არ დავიხარჯეთ, ეს ის ბრძოლაა, რომელშიც ყოველი ადამიანი უნდა გარდაიქმნეს საკუთარ თავში და ყოველმა ადამიანმა თავისი პატარა აგური დადოს უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში“
განსხვავებული დილის ყავა თეა დარჩიასთან✊🇬🇪 "ვინანებთ თუ შევეგუებით ამ ყველაფერს. ჩვენს და ჩვენს შთამომავლებსაც ექნებათ სანანებელი, რატომ ბოლომდე არ დავიხარჯეთ…" | განსხვავებული დილის ყავა თეა დარჩიასთან
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Wednesday, January 15, 2025