LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: გაზაფხულს დაველოდოთო, გიორგი გახარია გულისხმობდა, რომ გაზაფხულზე აყვავდება ია

160
907

“მე მგონია, ბატონი გიორგი, გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია”, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა გაზაფხულზე სამთავრობო ცვლილებები.

ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერი, არანაირ ცვლილებებზე საუბარი არ არის - კახა კალაძე

გახარიას შესაძლო გათავისუფლება და კალაძის პასუხი -"თუ რაიმე იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც"

ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე თავად იქნება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო სიაში, წულუკიანი აცხადებს, რომ სად იქნება არ იცის.

“დღეს მედია სივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე, რამდენიმე მედიასაშუალებას ბოდიშს ვუხდი, მათ ეს არ ეხება. მე არ ვიცი, ეს არის სიმართლე. არ ვიცი, გაინტერესებთ თუ არა სიმართლე – ვიქნები თუ არა სიაში, სად ვიქნები, სამინისტროში, სახლში, თუ სად, არ ვიცი, ეს არის სიმართლე”, – აცხადებს წულუკიანი

შეგახსენებთ,  გუშინ, 23 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ასე უპასუხა : “დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა”.

მაინცდამაინც “დაგასპოილეროთ”? დაელოდეთ ფინალურ სერიას – გიორგი გახარია მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g