„მას მერე, რაც დღეს ალბათ უკვე შეიტყვეთ, რომ თქვენ, ქალბატონებს, ვინც არიან თქვენი წევრები და ცნობილია საზოგადოებისთვის წინა მოწვევის პარლამენტიდან, ამ 12 ადამიანში ახალი წევრებიც იყვნენ, თქვენ დღემდე თვლით, რომ ეს სწორია, როგორც თქვენ ექცევით თქვენივე ამომრჩეველს და საკუთარ საპარლამენტო მანდატს?“, – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, პარტია „გახარია -საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც სხდომას ერთვება.
„ჩვენ თქვენ დღეს შეგიწყვიტეთ სხვა 11 წევრთან ერთად პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ღიად მინდა ვთქვა: ეს სამწუხარო ფაქტი მგონია. ოპოზიცია ამ ქვეყანას სჭირდება, პარლამენტში მით უმეტეს საჭიროა ოპოზიცია, საკრებულოებშიც და ზოგადად.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ
ამ კომისიაშიც, თქვენი ადგილი ვაკანტური რჩება. მაქვს შეკითხვა, მას შემდეგ, რაც შეიტყვეთ, რომ თქვენ, ასევე ქალბატონები, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტიდან ცნობილი იყო, ასევე ახალ წევრები, რომლებიც იყვნენ ამ 12 ადამიანში, დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც ექცევით საკუთარ ამომრჩეველს და საპარლამენტო მანდატს?
თუ ასე სწორია, რა არის ამის მიზეზი, რომ არ აღიარებთ პარლამენტს?! მაშინ რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო?! ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ. ჩემი პოზიციაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია საჭიროა. 2 წევრი არ უნდა იჯდეს. დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც თქვენ მოექეცით მანდატებს და ამომრჩეველს?!“. – მიმართა წულუკიანმა გიორგი გახარიას.
საპასუხოდ გახარიამ განაცხადა: „ჩვენ როგორ მოვექეცით საკუთარ ამომრჩეველს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი, როდესაც შემდგომი არჩევნები იქნება“.