LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანის ინიციატივით პირველი ქართული კინოკრიტიკის პორტალი შეიქმნა – სამინისტრო

142
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ქართული კინოს ისტორიაში პირველი ქართული კინოკრიტიკის პორტალი შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს და განცხადებაში აღნიშნავს, რომ პროექტზე წელს 60 000 ლარია გამოყოფილი.

პლატფორმას „ქართული კინოს მიმოხილვა“ (GEORGIAN FILM REVIEW) ერქმევა და მას უხელმძღვანელებენ კინორეჟისორი ხათუნა ხუნდაძე, კინოკრიტიკოსი ზვიად დოლიძე და „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.

როგორც თეა წულუკიანმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, კულტურის სამინისტრო მხარს უჭერს უპრეცედენტო პროექტს, კერძოდ, პლატფორმას, სადაც ნებისმიერ კინოკრიტიკოსსა თუ კინოს თემაზე მომუშავე სტუდენტს ექნება საშუალება, დაწეროს თანამედროვე ქართული კინოს შესახებ.

„როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პროექტი უპრეცედენტოა, რადგან აქამდე არ არსებობდა პლატფორმა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა როგორც თანამედროვე, ისე უფროსი თაობის კინოკრიტიკოსების ნამუშევრები და სხვა საინტერესო მასალა ქართული კინოს შესახებ. კინომცოდნეობის სტუდენტებს კი პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, მოამზადონ სტატიები სტუდენტურ ფილმებზე“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, იგეგმება, რომ პორტალი ორენოვანი იქნება.

ორენოვან პორტალზე www.gfr.ge. ქართული კინოთი დაინტერესებული როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კინომოყვარული გაეცნობა ქართული კინოს ისტორიას, თანამედროვე ქართული კინოს თავისებურებებს, ტენდენციებს, ძირითად ასპექტებსა და ახალ ფილმებს. მკითხველი ასევე ნახავს ფოტომასალას ქართული კინოს ისტორიიდან და წაიკითხავს უფროსი თაობის კინოკრიტიკოსების ადრეულ წლებში დაწერილ საუკეთესო რეცენზიებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g