LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეატრები და კინოთეატრები აღარ გაიხსნება: იკრძალება ქორწილები და ქელეხებიც

455
90556676-3282427365118328-229293679569797120-o

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განაცხადებით, თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრები 15 სექტემბრისა და 1 ოქტომბრის ნაცვლად, 1 ნოემბრამდე არ გაიხსნება.

“ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა უწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში, თეატრებთან და კინოთეარებთან დაკავშირებით, 15 სექტემბრის და 1 ოქტომბრის ნაცვლად მათი გახსნა გადაიდო 1 თვით, ბავშვთა გასართობი ცენტრებიც 1 ნოემბრიდან გაიხსნება”, – განაცხადა მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ამასთან, მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ხვალიდან, 10 სექტემბრიდან აიკრძალება ქორწილები, ქელეხები და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები.

“სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან აიკრძალება”, – აცხადებს მეზვრიშვილი.

mazda magti 5g