LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვალში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა – საქსტატი

79
Emily-Lush-Tbilisi-snow-winter-photography-mosque

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 14.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 16.3 პროცენტია.

„2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ასევე სამთომოპოვებითი მრეწველობა”, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები