კომპანია ”თეგეტა მოტორსი” ბათუმში განახლებულ ფილიალს გახნის. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, გახსნის ოფიციალური ცერემონია 20 ივლისს, 18:00 საათზე, აეროპორტის გზატკეცილი 263-ბ-ში (საბაჟო ტერმინალთან) გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება „თეგეტა მოტორსის“ განახლებული სერვის ცენტრის მომსახურებით ისარგებლოს.
”მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო – ეს ყველაფერი „თეგეტა მოტორსმა“ ერთ სივრცეში გააერთიანა”, – აცხადებენ კომპანიაში.